შემოწირულებები: ₾3,307,898
სახელმწიფო დაფინანსება: ₾373,054
სხვა: ₾4,000
ლიდერები: მამუკა ხაზარაძე, ანა დოლიძე, ალექსანდრე ელისაშვილი, ლევან ცუცქირიძე
„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!” - ამ სახელწოდებით 2024 წლის 22 აგვისტოს ტრანსფორმირდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ - მას შემდეგ, რაც აღნიშნულ პარტიასთან 3 პოლიტიკური სუბიექტი გაერთიანდა: „ანა დოლიძე-ხალხისთვის”, „თავისუფლების მოედანი“ და „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“.
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ 2020 წლის 28 იანვარს დარეგისტრირდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების რეესტრში. პარტიის თავმჯდომარეა მამუკა ხაზარაძე. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 3.15% მიიღო.
„ანა დოლიძე-ხალხისთვის“ 2021 წელს ჩამოყალიბდა. იმავე წელს გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიამ მთელი საქართველოს მასშტაბით ამომრჩეველთა ხმების 0,85% მიიღო.
„ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“ 2020 წელს ჩამოყალიბდა. იმავე წელს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 1.33% მიიღო.
ა(ა)იპ “თავისუფლების მოედანი” დაფუძნდა 2024 წლის აპრილში. დამფუძნებელია ა(ა)იპ “აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის”, ხელმძღვანელი კი - ლევან ცუციქრიძე.
სოციალური მედიის არხები: Facebook
ვებ-გვერდი: dzlieri9.ge
ელექტრონული ფოსტა: [email protected]