
ალექსანდრე ელისაშვილი საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრი 2020 წელს გახდა, არჩევნებამდე 3 თვით ადრე მის მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტიის - „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები” სიით. მანამდე, 2018-20 წლებში ის “საქართველოს სამოქალაქო მოძრაობას” ედგა სათავეში. 2014-17 წლებში ის თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი იყო. 2013-14 წლებში კი - შეწყალების კომისიის თავმჯდომარე. 2004-14 წლებში ალექსანდრე ელისაშვიილი ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა და დასაქმებული იყო სხვადასხვა მედიაორგანიზაციაში.
**ცოლი: **ირინე კილოსანიძე. ქმრის დეკლარაციის მიხედვით, ის 2023 წელს მუშაობდა შპს “სადისტრიბუციო კომპანიაში” დისტრიბუციის დეპარტამენტის ხელმძღვანელიელად.
შვილები: ერეკლე და ალექსანდრე ელისაშვილები.
| მფლობელი | აღწერა | თანხა | 
|---|---|---|
| ალექსანდრე ელისაშვილი | ანაზღაურების სახით მიღებული შემოსავალი 2023 წელს | ₾54,886 | 
| ირინე კილოსანიძე | ანაზღაურების სახით მიღებული შემოსავალი 2023 წელს | ₾33,750 | 
| ირინე კილოსანიძე | თანხა საბანკო ანგარიშებზე დეკლარაციის შევსებისას (კრედიტი) | ₾59,877 | 
| სახეობა | მფლობელობა | რეგისტრაციის თარიღი | გადახდილი თანხა | მდებარეობა | ფართობი | დეკლარირებული | 
|---|---|---|---|---|---|---|
| სახლი | ალექსანდრე ელისაშვილი, თამარი კილასონიძე, მანანა მელიქიშვილი | 4 ნოემბერი 2011 წელი | $43,000 | თბილისი, საქართველო | 144 კვ.მ | ✓ |