ლევან მურუსიძე 2015 წლის 25 დეკემბერს დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ. მანამდე, 2006-15 წლებში ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მუშაობდა. 018 წლის 27 დეკემბერს ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადო მოსამართლედ დანიშნა. 2013-17 წლებში ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი იყო; 2022 წლის 23 ოქტომბრიდან კი ამავე საბჭოს წევრია.
საქართველოში მართლმსაჯულების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიაორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, საქართველოს სასამართლო სისტემა იმართება კლანის მიერ, რომლის ერთ-ერთი ლიდერია ლევან მურუსიძე.
2023 წლის აპრილში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო, ლევან მურუსიძე დაასანქცირა.
2018 წელს საჯარო სამსახურის ბიურომ ლევან მურუსიძე 1000 ლარით დააჯარიმა დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი დარღვევის გამო. თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო სამსახურის ბიუროს განკარგულება ლევან მურუსიძეს უკან დაუბრუნდა ჯარიმის სახით გადახდილი თანხა.
ანტიკორუფციულ ბიუროს 2024 წელს უნდა შეემოწმებინა ლევან მურუსიძის დეკლარაცია, თუმცა სასამართლომ ეს პროცესი შეაჩერა.
2022 წლის სექტემბერში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილმა ციხიდან გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც მიუთითებდა, რომ მოსამართლეებმა - ლევან მურუსიძემ და მიხეილ ჩინჩალაძემ 2016 წელს მისი დახმარებით შეიძინეს 100 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთები დედოფლისწყაროში, რომლებიც სანდო პირზე გააფორმეს. “სტუდია მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიებით - “მურუსიძის ალაზნის ველის საიდუმლო” - დადასტურდა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთების ერთ-ერთი მესაკუთრე - თამთა მიქანაძე ლევან მურუსიძის ახლობელია. ლევან მურუსიძემ ქალთან ახლობლობის ფაქტი “სტუდია მონიტორთან” დაადასტურა. მიქანაძე საჯარო უწყებაში - სურსათის ეროვნულ სააგენტოში მუშაობს.თამთა მიქანაძეს და იოსებ გოგაშვილის ცოლის დას - ხათუნა მარტყოფლიშვილს დედოფლისწყაროში და სიღნაღში შეძენილ მიწის ნაკვეთებში $168,150 აქვთ გადახდილი. “სტუდია მონიტორის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, თამთა მიქანაძე წლებია ცხოვრობს საბურთალოზე, აქსისის პრესტიჟულ კორპუსში - საერთო ფართობით 118.29 კვ.მ, ხედით იპოდრომზე. სწორედ, აღნიშნული ბინიდან გამოსული გადაიღო “სტუდია მონიტორმა” მოსამართლე ლევან მურუსიძე. ბინა ოფიციალურად თამთა მიქანაძის სახელზე არ არის რეგისტრირებული თუმცა მან “სტუდია მონიტორს” დაუდასტურა, რომ სახლი მისი ოჯახის საკუთრებაშია. მიქანაძემ არ უპასუხა შეკითხვას, როგორ შეიძინა აღნიშული ბინა, ძვირადღირებულ კორპუსში, ან რატომ არ არის ეს ბინა მის სახელზე რეგისტრირებული.
“სტუდია მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ლევან მურუსიძე გადაადგილდება “მერსედესის” მარკის, ემელის ჯიპით, მოგზაურობს უცხოეთში; ასევე, ლელა ჭანიას საკუთრებაშია ძვირადღირებული სამკაული, ბრენდული სამოსი და აქსესუარები. შესაბამისი ხარჯები კი დეკლარაციაში ასახული არ არის.
მფლობელი | აღწერა | თანხა |
---|---|---|
ლევან მურუსიძე | ანაზღაურების სახით მიღებული შემოსავალი 2023 წელს | ₾105,999 |
ლევან მურუსიძე | თანხა საბანკო ანგარიშებზე | ₾3,580 |
სახეობა | მფლობელობა | რეგისტრაციის თარიღი | გადახდილი თანხა | მდებარეობა | ფართობი | დეკლარირებული |
---|---|---|---|---|---|---|
ბინა | ლევან მურუსიძე | 6 იანვარი 2009 წელი | $40,000 | ქალაქი თბილისი, საქართველო | 100,03 კვ.მ | ✓ |
ავტოფარეხი | ლევან მურუსიძე | 23 ოქტომბერი 2015 წელი | $5,000 | ქალაქი თბილისი, საქართველო | 18 კვ.მ | ✓ |
მიწის ნაკვეთი და სახლი | ლევან მურუსიძე | 2 მაისი 2017 წელი | მიწა - $10,500 ლევან მურუსიძეს 2020 წლის დეკლარაციაში აქვს მითითებული სახლის მშენებლობის და რემონტის ხარჯი - $50,000 | ძეგვი, მცხეთა, საქართველო | მიწის ნაკვეთი - 1,000 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი 146.2 კვ.მ | ✓ |
ბინა | ლელა ჭანია | 28 ოქტომბერი 2016 წელი | $45,856 | თბილისი, საქართველო | 61 კვ.მ | ✕ |
მიწის ნაკვეთი | ლელა ჭანია | 25 ნოემბერი 2015 წელი | $35,000 | სოფელი დიღომი, თბილისი, საქართველო | 700 კვ.მ | ✕ |
ბინა (გაიყიდა 2023 წლის 28 დეკემბერს) | ლელა ჭანია | 15 აპრილი 2015 წელი | $24,000 | ბათუმი, საქართველო | 50კვ.მ | ✕ |
ბინა (გაიყიდა 2021 წლის 6 იანვარი) | ლელა ჭანია | 4 მარტი 2016 წელი | $30,000 | თბილისი, საქართველო | 63 კვ.მ | ✕ |
მიწის ნაკვეთი ((გაიყიდა 2021 წლის 6 იანვარი) | ლელა ჭანია | 8 თებერვალი 2016 წელი | $31,350 | თბილისი, საქართველო | 627 კვ.მ | ✕ |
მიწის ნაკვეთი | თანასაკუთრება, მანანა დობორჯგინიძე, შორენა მიქანაძე, ხათუნა მარტყოფლიშვილი | 16 სექტემბერი 2022 წელი | ზემო მაჩხაანი, დედოფლისწყარო, კახეთი | 105,000 კვ.მ | ✕ | |
მიწის ნაკვეთი | თანასაკუთრება, მანანა დობორჯგინიძე, შორენა მიქანაძე, ხათუნა მარტყოფლიშვილი | 23 აგვისტო 2016 წელი | შირაქი, დედოფლისწყარო, საქართველო | 200,000 კვ.მ | ✕ | |
მიწის ნაკვეთი | თანასაკუთრება, მანანა დობორჯგინიძე, შორენა მიქანაძე, ხათუნა მარტყოფლიშვილი | 23 აგვისტო 2016 წელი | შირაქი, დედოფლისწყარო, საქართველო | 200,000 კვ.მ | ✕ | |
მიწის ნაკვეთი | თანასაკუთრება, მანანა დობორჯგინიძე, შორენა მიქანაძე, ხათუნა მარტყოფლიშვილი | 23 აგვისტო 2016 წელი | შირაქი, დედოფლისწყარო, საქართველო | 155,000 კვ.მ | ✕ | |
მიწის ნაკვეთი | თანასაკუთრება, მანანა დობორჯგინიძე, შორენა მიქანაძე, ხათუნა მარტყოფლიშვილი | 23 აგვისტო 2016 წელი | შირაქი, დედოფლისწყარო, საქართველო | 199,800 კვ.მ | ✕ | |
მიწის ნაკვეთი | თანასაკუთრება, მანანა დობორჯგინიძე, შორენა მიქანაძე, ხათუნა მარტყოფლიშვილი | 23 აგვისტო 2016 წელი | შირაქი, დედოფლისწყარო, საქართველო | 95,783 კვ.მ | ✕ | |
მიწის ნაკვეთი | თანასაკუთრება, მანანა დობორჯგინიძე, შორენა მიქანაძე, ხათუნა მარტყოფლიშვილი | 23 აგვისტო 2016 წელი | შირაქი, დედოფლისწყარო, საქართველო | 200,000 კვ.მ | ✕ | |
მიწის ნაკვეთი | თანასაკუთრება, მანანა დობორჯგინიძე, შორენა მიქანაძე, ხათუნა მარტყოფლიშვილი | 23 აგვისტო 2016 წელი | შირაქი, დედოფლისწყარო, საქართველო | 264,500 კვ.მ | ✕ | |
მიწის ნაკვეთი | თანასაკუთრება, მანანა დობორჯგინიძე, შორენა მიქანაძე, ხათუნა მარტყოფლიშვილი | 23 აგვისტო 2016 წელი | ბოდბისხევი, სიღნაღი, საქართველო | 350,000 კვ.მ | ✕ |