შემოწირულებები: ₾642,081
სახელმწიფო დაფინანსება: ₾3,197,976
სხვა: ₾4,960
ლიდერები: მიხეილ სააკაშვილი, თინათინ ბოკუჩავა, გიორგი ვაშაძე, გიგი წერეთელი, თამარ კორძაია
„“ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” - ეს არის პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” 2024 წლის აგვისტოში განახლებული სახელწოდება. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამ სახელწოდებით რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტი ენმ-ს გარდა აერთიანებს კიდევ 2 პარტიას - „კი ევროპას - სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“.
მპგ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 2004 წლის 10 დეკემბერს დარეგისტრირდა ორი პარტიის - “ნაციონალური მოძრაობისა” და “გაერთიანებული დემოკრატების” გაერთიანების შედეგად. 2004-12 წლებში ენმ იყო მმართველი პარტია. მისი თავმჯდომარე იყო საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილმა საპრეზიდენტო ვადა 2013 წელს დაასრულა, რასაც წინ უძღოდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის დამარცხება. 2021 წლის ოქრომბრიდან კი ის პატიმრობაში იმყოფება. პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავაა.
2016 წლიდან დღემდე ენმ არაერთმა წევრმა დატოვა, რომლებმაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტია დააფუძნეს. სწორედ ენმ-დან გასულმა პოლიტიკოსებმა დააფუძნეს ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ამჟამად ენმ-სთან კოალიციაში არიან: “სტრატეგია აღმაშენებელი” 2016 წელს დარეგისტრირდა; “ევროპულ საქართველოში” კი ენმ-დან გამოყოფილი სხვა წევრები 2017 წელს გაერთიანდნენ.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბლოკმა “გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი” ამომრჩეველთა ხმების 3.15% მიიღო, “ევროპულმა საქართველომ” - 3.79%, ბლოკმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია” კი - 27.18%.
სოციალური მედიის არხები: Facebook
ელექტრონული ფოსტა: [email protected]