შემოწირულებები: ₾10,613,240
სახელმწიფო დაფინანსება: ₾3,855,015
სხვა: ₾394
**ლიდერები: ** თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის გენერალური მდივანი - კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი - მამუკა მდინარაძე.
საპატიო თავჯდომარე - ბიძინა ივანიშვილი, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი- ირაკლი კობახიძე.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2012 წლის მაისში დააფუძნა ყველაზე მდიდარმა ქართველმა ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა. ივანიშვილის პარტიამ იმდროინდელი ოპოზიციური პარტიების ნაწილთან ერთად ჩამოაყალიბა კოალიცია „ქართული ოცნება“, გაიმარჯვა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში და შეცვალა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა. „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა 2016 და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც.
ბიძინა ივანიშვილი სხვადასხვა წლებში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა, მან გარკვეული პერიოდით პარტია ფორმალურად დატოვა, თუმცა 2023 წლის 30 დეკემბერს პოლიტიკაში მესამედ, ქართულ ოცნების საპატიო თავჯდომარის პოზიციაზე დაბრუნდა. 2024 წლის 14 მაისს პარლამენტმა მესამე მოსმენით, მიიღო „ქართული ოცნების“ ინიციირებული კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ, ე.წ რუსული კანონი. მმართველი პარტიის გაცხადებული პროევროპული კურსის მიუხედავად, კანონმა მნიშვნელოვნად დააზიანა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი. ამ დროისთვის საქართველოს ევროვაშირში გაწევრიანება შეჩერებულია
სოციალური მედიის არხები: Facebook, Instagram, Youtube, X
ვებ-გვერდი: ქართული ოცნება
ელექტრონული ფოსტა: [email protected]