4

ᲙᲝᲐᲚᲘᲪᲘᲐ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ - ᲒᲕᲐᲠᲐᲛᲘᲐ, ᲛᲔᲚᲘᲐ, ᲒᲘᲠᲩᲘ, ᲓᲠᲝᲐ

ლიდერი:
წევრი პარტიები:
„ახალი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“, „რესპუბლიკური პარტია“
პარტიის დაფინანსების წყაროები:

2024 წლის შემოწირულებები: ₾3,144,709
სახელმწიფო დაფინანსება: ₾316,000
სხვა: ₾53,875

** ლიდერები:** ნიკა გვარამია, ნიკანორ მელია, ელენე ხოშტარია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

„კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ საქართველოში მოქმედი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებაა.

ის 2016 წლის 29 ივნისს დაფუძნებული პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ საფუძველზე ჩამოყალიბდა - პოლიტიკურმა გაერთიანებამ სახელწოდება 2024 წლის 16 ივლისს შეიცვალა და „ახალი ერთობა გვარამია მელია”-ს სახელით დარეგისტრირდა.

2024 წლის 9 ივლისს პოლიტიკური პარტიის ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ახალი პოლიტიკური ალიანსის შესახებ განცხადება გააკეთა და გაერთიანდა პარტიებთან: “გირჩი- მეტი თავისუფლება” და “დროა”. კოალიციას მოგვიანებით “რესპუბლიკური პარტიაც” შეუერთდა.

პოლიტიკურმა პარტიამ “ახალი ერთობა” 2024 წლის 11 სექტემბერს ოფიციალურად შეიცვალა სახელწოდება, რა დროსაც, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ ეწოდა.

სოციალური მედიის არხები: Facebook, Instagram, X, Youtube, TikTok
ვებგვერდი: www.ahaliparty.com
ელ. ფოსტა: [email protected]

ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲔᲑᲘ
ᲯᲐᲜᲓᲐᲪᲕᲐ
კოალიცია მიზნად ისახავს ჯანდაცვის შემდეგი მიმართულებების განვითარებას: პირველადი ჯანდაცვის ბიუჯეტის გაორმაგება და ამბულატორიების გამართვა; პრევენციულ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდა ბავშვებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის და მრავალშვილიანი ოჯახებისთვისსკრინინგ პროგრამის გაფართოება და მისი მართვის გაუმჯობესება; ონკოლოგიური დაავადებების დაფინანსების ეტაპობრივი ზრდა, რაც უზრუნველყოფს ძვირადღირებული კვლევებისა და პროცედურების ანაზღაურებასაც; ონკო-პრეპარატებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა; ტკივილის მართვის, პალიატიური და შინ მოვლის სერვისების ეტაპობრივი განვითარება.
ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲐ/ᲡᲘᲦᲐᲠᲘᲑᲔ
სიღარიბის დაძლევის კუთხით გასატარებელი ღონისძიებებია: სოციალურად დაუცველებისთვის პროფესიული გადამზადების უფასო პროგრამა, რაც გაზრდის მათ კონკურენტუნარიანობას შრომის ბაზარზე; დასაქმებისას, სოციალურად დაუცველს შემწეობა მოეხსნება მას შემდეგ, რაც დასაქმებიდან მიღებული შემოსავალი სტაბილური გახდება. ის ადამიანები, ვინც დარჩებიან სოციალურად დაუცველთა ბაზაში, მიიღებენ ისეთ შემწეობას, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში უკიდურესი სიღარიბის სრულად დაძლევას.
ᲒᲐᲜᲐᲗᲚᲔᲑᲐ
განათლება კოალიციისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. განათლების დაფინანსების ქვედა ზღვარი უნდა განისაზღვროს კონსტიტუციით და 2028 წლიდან მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მინიმუმ 5 პროცენტი უნდა გახდეს. ასევე 2028 წლისთვის, სკოლის ვაუჩერი უნდა გახდეს 5,000 ლარი, ბაღის კი 2,500 ლარი და ორივე მათგანი თანაბრად უნდა გამოიყენებოდეს როგორც კერძო, ისე საჯარო დაწესებულებაში.
ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝᲔᲑᲐ
თავდაცვის ძალებში დაიწყება სრული და ყოვლისმომცველი რეფორმა, რის შედეგადაც, საჭიროების შემთხვევაში, ქვეყანას სტაბილურად ეყოლება 100 000 გაწვრთნილი ადამიანი. საერთაშორისო პარტნიორებთან, განსაკუთრებით აშშ-სთან განახლებული ურთიერთობების შემდეგ, აღდგება შეჩერებული საერთაშორისო წვრთნებიც, რაც თავდაცვის ძალებს დასავლურ სამყაროსთან და სტანდარტებთან კიდევ უფრო დააახლოვებს.
ᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝ
სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის საჭიროა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების პრინციპის შემოღება და დანერგვა. ასევე, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მაქსიმალური გაფართოება.
ᲐᲒᲔᲜᲢᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ „ᲠᲣᲡᲣᲚᲘ ᲙᲐᲜᲝᲜᲘ
პრეზიდენტის „ქართულ ქარტიაში“, რომლის შესრულებას კოალიცია აპირებს, წერია, რომ ევროკავშირის გზაზე დამაზიანებელი ყველა კანონი უნდა გაუქმდეს. შესაბამისად, უმთავრესია, გაუქმდეს „რუსული კანონი“.
ᲙᲝᲠᲣᲤᲪᲘᲐᲡᲗᲐᲜ ᲑᲠᲫᲝᲚᲐ
კორუფციის დამარცხებისთვის საჭიროა ქმედითი ანტიკორუფციული ბიურო. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს უნდა ირჩევდეს პარლამენტი 90 ხმით და არა პრემიერი, როგორც ეს ახლა ხდება. ბიუროს უნდა დაუბრუნდეს კორუფციული საქმეების გამოძიების უფლება.
ᲔᲕᲠᲝᲙᲐᲕᲨᲘᲠᲨᲘ ᲘᲜᲢᲔᲒᲠᲐᲪᲘᲐ
ევროკავშირში ინტეგრაცია პარტიის ძირითად პრიორიტეტებშიამოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლას, ამისთვის კი 9 დათქმის შესრულებაა აუცილებელი.კოალიცია ამ რეკომენდაციების სრულად შესრულებას აპირებს სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობითა და ევროკავშირთან მაქსიმალური თანამშრომლობით.
ᲓᲔᲛᲝᲙᲠᲐᲢᲘᲐ
“კოალიცია ცვლილებებისთვის” მიიჩნევს, რომ ძალაუფლება უნდა იყოს გადანაწილებული, არსებობდეს კონტროლისა და ბალანსის პრინციპი. კარგი მმართველობა გულისხმობს ოპოზიციასთან აქტიურ კომუნიკაციას - მთავრობას ოპოზიცია აქტიურად უნდა ჰყავდეს ჩართული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რაც ასევე ასახულია კოალიციის ხედვებში.
ᲐᲓᲒᲘᲚᲝᲑᲠᲘᲕᲘ ᲗᲕᲘᲗᲛᲛᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲑᲐ
კოალიციას რეგიონების გაძლიერება ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად მიაჩნია. შეიქმნება რეალური თვითმმართველობა, რისთვისაც გადაიდგმება შემდეგი ნაბიჯები: თვითმმართველობას უნდა ჰქონდეს საკუთარი, მდგრადი შემოსავალი და ამ შემოსავლის საკუთარი შეხედულებით განკარგვის უფლებამოსილება. შესაბამისად, ადგილზე აკრეფილი გადასახედებიდან უფრო მეტი დარჩება ამა თუ იმ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
ᲞᲐᲠᲢᲘᲘᲡ ᲬᲔᲕᲠᲔᲑᲘ
ᲧᲕᲔᲚᲐ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲝᲡᲘᲡ ᲜᲐᲮᲕᲐ